вторник, 18 декабря 2012 г.

გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე

1.პროექტის სახელწოდება:"გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე"
2.პროექტის მთავარი იდეა:საზღვრებს გარეთ არსებული ქართული კულტურული კერების,ტაძრებისა და ნატაძრალების კიდევ ერთხელ მოკრძალებული პატივისცემა და დაფასება. მოძიება  გარკვეული ინფორმაციების ტურისტულ სააგენტოებსა და ინტერნეტში ტაო-კლარჯეთში მოგზაურობის შესახებ, გზამკვლევის შედგენა, რაც ამ კუთხით დაინტერესებულ პირთ გარკვეულწილად დაეხმარებათ.
3.პროექტის მიზანი:წერის დაწყებამდე მოსწავლეები ჩაატარებენ ერთგვარ კვლევას,კიდევ ერთხელ მოიძევენ მასალებს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რომელზე დაყრდნობით შექმნიან საინფორმაციო ბროშურას ან გზამკვლევს  /სასურველია რუკაც/.
-ბროშურაში მითითებული უნდა იყოს მოგზაურობის მარშრუტი;
-მოკლე იუნფორმაცია /სასურველია ფოტოები/ თითოეული იმ ადგილის შესახებ,სადაც ტურისტული მარშრუტი გაივლის;
-აუცილებლად უნდა მიუთითონ მოგზაურობისათვის განკუთვნილი დრო და საჭირო ხარჯები.
4.კლასი-X /15-მოსწავლე/
5.ვადები:15 დღე
6.მოსალოდნელი შედეგი:პასუხისმგებლობის გაზრდა ქართული კულტურული კერების მიმართ.
7.მსვლელობა: -ჯგუფური პრეზენტაცია
                           -საინფორმაციო ბროშურების შექმნა
                           -გზამკვლევის შედგენა
                           -ფოტო-მასალების გამოქვეყნება
                           -რეკლამების შექმნა-გამოქვეყნება
8.პროექტის ხელმძღვანელი:ფიქრია ჯიმშელეიშვილი

                          
                           

Комментариев нет:

Отправить комментарий